1749757476
ვატო შაქარიშვილი - ოლიგარქიულმა ოჯახებმა მოახერხეს და ამერიკის პოლიტიკაზე სრული კონტროლი დაამყარეს- იმისათვის, რომ მათი საქმიანობის შესახებ ადამიანებს არ სცოდნოდათ სიმართლე, აკონტროლებდნენ ინფორმაციულ ნაკადებს და ნებისმიერ აზრს, რომელიც მათ ამხელდა, მიაწერდნენ კონსპირაციულ თეორიას ან პრორუსულ ნარატივს

„ოლიგარქიულმა ოჯახებმა მოახერხეს და ამერიკის პოლიტიკაზე სრული კონტროლი დაამყარეს, შექმნეს რა მძლავრი ქსელი, რასაც “დიფ სთეითი“ ეწოდება, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი პარტია არის სენატისა თუ კონგრესის უმრავლესობაში და რომელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ფორმალურად ხელისუფლებაში“- ამის შესახებ ვრცელ პოსტს წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
შაქარიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა სრული კონტროლი მოიპოვეს ამერიკის პოლიტიკაზე, ანალოგიური პროექტის განხორციელება დაიწყეს ამერიკის ფარგლებს მიღმა.
„ოლიგარქიული ოჯახები აფინანსებდნენ პრეზიდენტების, გუბერნატორების, სენატორებისა და კონგრესმენების კამპანიებს. შემდგომში ისინი, უკვეთდნენ სასურველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ფინანსურ ინტერესებში შედიოდა და რომლებიც კიდევ უფრო ამყარებდნენ მათ კონტროლს არამარტო ეკონომიკაზე არამედ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე. ისინი ქმნიდნენ ხელოვნურ კრიზისებს, სადაც შესაძლოა დროებით კარგავდნენ ფულს, მაგრამ იღებდნენ სხვა ტიპის სარგებელს, ძალაუფლების განმტკიცების თვალსაზრისით. იმისათვის, რომ მათი მიზნების და საქმიანობის შესახებ ადამიანებს არ სცოდნოდათ სიმართლე, ისინი აკონტროლებდნენ ინფორმაციულ ნაკადებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ნებისმიერ აზრს, რომელიც მათ ამხელდა, მიაწერდნენ კონსპირაციულ თეორიას ან პრორუსულ ნარატივს.
მას შემდეგ, რაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა სრული კონტროლი მოიპოვეს ამერიკის პოლიტიკაზე, ანალოგიური პროექტის განხორციელება დაიწყეს ამერიკის ფარგლებს მიღმა. ამერიკული სპეც სამსახურები წარმოადგენდნენ „დიფ სთეითის“ მთავარ დასაყრდენ ძალას, რომლის მეშვეობითაც მათი ძალაუფლების ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა. ამისათვის იყენებდნენ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ბერკეტებს. ახდენდნენ ომების პროვოცირებას, აწყობდნენ ე.წ. რეჟიმ ჩეინჯებს თუ კონკრეტულ ქვეყანაში არ იყო მათი სასურველი ხელისუფლება და შემდეგ მათივე მოყვანილი მმართველი ძალების ხელით ამ ქვეყნებს სრულად მათზე დამოკიდებულს ხდიდნენ. ჯონ პერკინსი საკუთარ წიგნში „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ გვიყვება თუ რაში მდგომარეობდა მისი დავალება, რომელსაც იღებდა ამერიკის სპეც-სამსახურებისგან - „ჩემი მუშაობა, იმაში მდგომარეობს, რომ ვუბიძგო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, გახდნენ იმ ფართო ქსელის ნაწილნი, რომელიც შეერთებული შტატების კომერციული ინტერესების წინსვლას უწყობს ხელს. ისინი ვალების მახეში უნდა გაებნენ, რაც მათი ლოიალურობის გარანტია, როცა დაგვჭირდება, ადვილად შევძლებთ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო საჭიროებისთვის მათ გამოყენებას.“ სამწუხაროდ, ჩვენივე ქვეყნის, ასევე უკრაინის და სხვა ქვეყნების უახლესი ისტორიის მაგალითზე შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ პერკინსის წიგნიდან ეს ერთი აბზაცი რეალურად აღწერს „დიფ სთეითის“ პოლიტიკას“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

ტრაგედია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ოჯახში
1749758816

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს
1749760631