უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ასე ხისტად მოექცა აქციის მონაწილეებს - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მარია მალმერ

უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ასე ხისტად მოექცა აქციის მონაწილეებს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მე უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ასე ხისტად მოექცა აქციის მონაწილეებს“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.