„არასეზონურ სიცხეს არასეზონური სიცივე ჩაანაცვლებს..." - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
1742207885
უკეთესი იქნება, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის ნაცვლად, კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნესურთიერთობები შეუზღუდოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „შეშფოთებული ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო, ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც ჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“.
„ევროკავშირის ბიუროკრატიას რაც შეეხება, უკვე დროა, ამ ბიუროკრატიამ დაასრულოს საკუთარი საცეცები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყანაში არა იმ ქვეყნის, ევროკავშირის და ევროპული ინტერესებისთვის, არამედ „დიფ სთეითის“ და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებისთვის. ამ ყველაფრის მაგალითი აიღონ აშშ-ისგან და იმ პროგრესული იდეებისგან, რომლებიც ევროპას მოეწოდება ვაშინგტონიდან, რათა საბოლოოდ აღიკვეთოს სხვა ქვეყნების საქმეებში აღვირახსნილი ჩარევის მცდელობა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.