უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს, რომელთა ნუგეში ძნელია ხუთი შვილის დაკარგვით განცდილი განუზომელი მწუხარების ჟამს - სახელმწიფო მინისტრი

თეა ახვლედიანი

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

„დღეს სრულიად საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას - ემილია, ანა-მარია, ელენე, ნია და სოფიო ჭოლარიებს... ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად მომხდარმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.

უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს, რომელთა ნუგეში ძნელია ხუთი შვილის დაკარგვით განცდილი განუზომელი მწუხარების ჟამს. გამძლეობას ვუსურვებ მათ და ვუდასტურებ გულწრფელ თანაგრძნობას!“ - ნათქვამია განცხადებაში.