დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
თვითმმართველობის არჩევნებზე ვიდრე გადავალთ, 100 დღეა, ხალხი ქუჩაშია და ხელახალ, სამართლიან არჩევნებს ითხოვს, ეს დგას დღის წესრიგში, სხვა საკითხებზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი აბსურდია, რადგან ერთი ტრაქტორიც არ აღმოჩნდა, რომელიც გურიაში გზას გაწმენდდა.
„აბსურდია ,,ქართული ოცნებისთვის“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, როცა ერთი ტრაქტორიც არ აღმოჩნდა, რომელიც გზას გაწმენდდა გურიაში. ასეთი ხალხი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზად ვართო, რომ ამბობს, თოვლის გასაწმენდი ტრაქტორიც არ ჰყავთ ნაყიდი.
ჩვენ მხოლოდ ერთ ფორმატს განვიხილავთ – ხელახალი არჩევნების დანიშვნას. ახლა ჩვენი წარმომადგენლები, მათ შორის გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია იმყოფებიან ბრიტანეთში და პარტნიორებთან ერთად განიხილავენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსთან. რეჟიმს ჩაკეტილი აქვს ევროპასთან ურთიერთობა და საქართველოს ინტერესს უცხოეთში პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ. აქედან ვუთვლი რეჟიმს, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნებზე მზაობაზე დაიწყებენ საუბარს და ტელევიზიებთან ყელის მოღერებას, მანამდე უპასუხონ მარტივ კითხვას: რატომ არ არსებობდა სპეციალური ტრაქტორი, რომელიც გზას გაწმენდდა? არანაირი ,,თუ“ ჩემთვის არ არსებობს, ჩვენ ვდგავართ ხალხთან. ხალხს აქვს დაყენებული მთავარი მოთხოვნა, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამაზე და ფოკუსის გადატანას სხვა მიმართულებით არ ვაპირებთ. თქვენ ასე ამბობდით, რომ არც სანქციები იქნებაო, თუმცა თითქმის ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ რეჟიმს სანქციები დაუწესა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.