VIDEO: რა ხდება ამ წუთებში დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე
1742504271
თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე, ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ეს ტრაგედია, არ გვესმის, - ასე აფასებს ფეხბურთელების წინააღმდეგ ფსევდოლიბერალების შეტევას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.
„გულზე ხეთქავს ადამიანებს წარმატება. წარმატება, სპორტში იქნება თუ სხვა სფეროში, ეს არის გამოვლინება პოზიტიური ტენდენციებისა, რომელიც უკავშირდება მთავრობის საქმიანობას. იმიტომ არიან გიჟებად გადაქცეული და იმიტომ, არიან ისტერიკაში გადავარდნილები. ეს ყველაფერი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირდება. რასაკვირველია პრობლემები უამრავია, მაგრამ თუკი ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე მიღწევა და ქართული დროშის აფრიალება, რატომ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ტრაგედია?!“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.