„თუ ვინმე გასცდება კანონის ფარგლებს, ის დაისჯება კანონის უმკაცრესი ფორმით“ - ლევან მაჭავარიანი 26 მაისზე

ლევან მაჭავარიანი

ოპოზიციის ერთი ნაწილი 26 მაისს, ეროვნულ დღესასწაულზე პროცესების რადიკალიზაციას აანონსებს, მეორე კი ემიჯნება. ოპონენტებისგან განსხვავებით, 26 მაისის აღნიშვნის ტრადიციული სადღესასწაულო გეგმა აქვს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს რომ პროვოკაციების მოწყობის უფლებას არავის მისცემს.

"რადიკალები ღიად, მოურიდებლად პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია.  ამასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს არანაირი ნეგატიური კომენტარი არ გაუკეთებია.

რაღაც დელეგაციები უნდა ჩამოვიდნენ მგონი ქალბატონი რასას ხელმძღვანელობით, რომლებიც გამოირჩევიან ფაშისტური განცხადებებით, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. თუ ვინმეს ხელოვნურად რაიმე დაძაბულობა აქვს ჩაფიქრებული, მოვუწოდებთ მათ, რომ ორჯერ დაფიქრდნენ, ვინაიდან თუ ვინმე გასცდება კანონის ფარგლებს, ის დაისჯება კანონის უმკაცრესი ფორმით, ამას ხაზგასმით ვაცხადებ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.