პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
„პირადი განცხადებით ვტოვებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. 2004 წლიდან ვარ ამ პარტიაში. ურთიერთგაუგებრობა არის პარტიაში და ამ მიზეზით დავტოვე“ -ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნარგიზ ტყაბლაძემ განაცხადა.
ნარგიზა ტყაბლაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან საუბარი არ ჰქონია და სხდომაზე გახდა ცნობილი მისი გადაწყვეტილება. მისივე თქმით, საკრებულოში საქმიანობას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
„დღეს გავაკეთე პირველად განცხადება. არც იციან რომ დავტოვე. დღეს, კრებაზე გაჟღერდა ეს განცხადება. [საკრებულოში] დამოუკიდებლად გავაგრძელებ საქმიანობას.
კითხვაზე, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა იფიქრებდა თუ არა პარტიიდან წასვლაზე, ტყაბლაძემ აღნიშნა, რომ არა. აქვე, მან აღნიშნა, რომ პარტიის ორად გაყოფა მომავალში მათ საქმიანობას უშლის ხელს.
„ალბათ არ ვიფიქრებდი წასვლაზე. როცა არ არის ერთიანობა, იქ რა თქმა უნდა მომავალში წარმატებებს და საქმიანობას უშლის ხელს“- აღნიშნა ნარგიზა ტყაბლაძემ
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051