ავარია ვაზისუბანში - არის მსხვერპლი
1732110495
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში სასამართლომ სარჩელი დაარეგისტრირა, ხოლო წარმოებაში მიღებაზე მსჯელობა 3 დღის ვადაში გაიმართება.
„ლექციიდან გამოსულს აფეთქებული ტელეფონი დამხვდა.
ცრუ განგაშია. არა, ეს არ არის წარმოებაში მიღების დოკუმენტი.
საკონსტიტუციო სასამართლომ საიტზე პრეზიდენტის სარჩელი გამოაქვეყნა. მეტი არაფერი. ჯერ არც საოქმო ჩანაწერი მიუღია და არც განჩინება. ანუ დასაშვებობის პასუხი არ ვიცით.
ვიცით მხოლოდ ის, რომ საქმეს პლენუმი განიხილავს და მომხსენებლი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება“, - წერს სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.