პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1732207557
"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა კანონიერად ყველა გზა გაიარეს, შედეგები ოფიციალურად გამოცხადებულია, კონსტიტუციის მიხედვით, მეათე დღეს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია განიხილოს სარჩელი და დაადგინოს არის თუ საკანონმდებლო ნორმა წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან.
"ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, როდესაც ჩვენ სამართლებრივი, კონკრეტული მოცემულობების ინტერპრეტაციას ვხედავთ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციასთან დაკავშირებული ან მათი სიმპათიის გამომხატველი გარკვეული ექსპერტების პოზიცია, რომ რაიმენაირად არსებული არჩევნების შედეგები იქნას გაუქმებული. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებებიც და ინტერპრეტაციებიც სწორედ ამ მიმართულებით არის მიმართული.
თქვენ წარმოიდგინეთ, საქმე რომ ასე იყოს, რამდენჯერაც ვინმე და აქ მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის საუბარი, ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მიმართავენ ამა თუ იმ ფორმით და მიზეზით საკონსტიტუციო სასამართლოს, პარლამენტის არჩევნების შედეგებისა და პარლამენტის ცნობა/არ ცნობის საკითხთან დაკავშირებით, იმდენჯერვე მოხდეს პარლამენტის შეკრების გადადება, გაუქმება და ა.შ. ანუ ეს შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს, ამიტომ, კონსტიტუცია და კანონები ამ "ფილიბასტერის" მოწყობის საშუალებას არ იძლევა ბუნებაში და გამომდინარე აქედან, ეს განცხადებები არის გათვლილი იმაზე, რომ რაღაცნაირად ეს მათი პოლიტიკური პოლიტიკური პოზიცია და დამოკიდებულება იურიდიული არასწორი მეთოდებით გაამართლონ, გაწელონ.
ამიტომაც არის, რომ ჩვენი კონსტიტუცია და სამართლის წარმოება გულისხმობს ამას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა კანონიერად ყველა გზა გაიარეს, შედეგები ოფიციალურად გამოცხადებულია, კონსტიტუციის მიხედვით, მეათე დღეს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია განიხილოს რომელიმე საკანონმდებლო ნორმა არის თუ არა წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და რომ განიხილავს, მერე უნდა დაადგინოს, ამ ნორმას სჭირდება ელემენტარულად გამოსწორება თუ სხვა რაღაც ნაბიჯების გადადგმა", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.