ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესს განმარტავს

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას ცესკოს მიერ ჩამოყალიბებული საარჩევნო კოლეგია მიიღებს, რომელიც 300 წევრისგან შედგება.

"მოკლედ მოგახსენებთ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. როგორც გითხარით თარიღი ჩაინიშნება. ამის შემდეგ უკვე ცესკო ერთვება პროცესში, რომელიც ატარებს ზოგადად ამ არჩევნებს. თარიღის დანიშვნის შემდეგ ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება. ამ 300 წევრში არის 150-ვე პარლამენტის წევრი, ხოლო მეორე ნახევარი 150 ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან და დარჩენილი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც დაადგენს ცესკო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტის 25 ნოემბერს შეიკრიბება, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმართა კვირის განმავლობაში იმსჯელებენ პრეზიდენტის არცევის თარიღთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამავე კვირაში უნდა მოხდეს მთავრობისთვის, და მისი პროგრამისტის ნდობის გამოცხადება.