ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის შშმ პირებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს

შშმ პირებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს

საარჩევნო ადმინისტრაცია შშმ პირებს მათი საარჩევნო უფლების განსახორციელებლად არაერთ სერვისს სთავაზობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამავე, ვებგვერდზე უსინათლო პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება.

ამასთან, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით.

კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უზრუნველყოფილია:

• უსინათლო პირებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა;• მცირემხედველი პირებისთვის გამადიდებელი ლინზა;• ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის კაბინა;• ყრუ და სმენადაქვეითებული, მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი QR კოდით, რომელზეც დატანილია ინფორმაცია ჟესტურ ენაზე.