დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი პოლიტიკური შტურმის გაგრძელებაა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულ ძალებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება სურთ, რათა საქართველო მართვადი გახადონ და ხელისუფლებამ გარე დაკვეთებით იმოქმედოს.
„ეს იმ პოლიტიკური შტურმის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მოწყობილი ჯერ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვით, შემდეგ კი იმ
ამაზრზენი კამპანიით, რაც ქვეყნის წინააღმდეგ სააკაშვილმა და მისმა ლობისტებმა აწარმოეს, როცა საქართველოს დასწამეს, რომ ის მოწამლეს პუტინის დავალებით. ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე პოლიტპატიმრად წარმოაჩინეს მანამდე, ვიდრე მათ სათანადო ადგილი სტრასბურგის სასამართლომ არ მიუჩინათ. აქ საქმე სამართლიანობასთან და ობიექტურობასთან კი არ გვაქვს, არამედ ვხედავთ, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება სურთ, რათა საქართველო მართვადი გახადონ და ხელისუფლებამ გარე დაკვეთებით იმოქმედოს და არა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ეს დღეს ხდება. წარმოუდგენელია, საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვდე. ამით ქვეყანას ეკონომიკური გაღატაკებისკენ და ახალი საფრთხეებისთვის სწირავ. საბოლოო ჯამში კი, ამით რუსეთს ადვილად შეუძლია, აგრესიაც განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელშიც საქართველოსადმი სხვა მოთხოვნებთან ერთად მოყვანილია: სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“.