28 წლის გოგო, რომელმაც ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა
1731680284
20:00 საათზე გამარჯვება იზეიმეს, როგორც წარმოედგინათ, არჩევნებზე ხალხის დიდი მასა მათ მხარდასაჭერად მოვიდა და რომ დაინახეს, არჩევნები წააგეს, შემდეგ დაიწყეს ათასგვარი ვერსიების გამოცხობა და ეს ვერსიები ყოველდღიურად ხელში ადნებოდათ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
„ერთი ფაქტი არ აქვთ. 2 მლნ-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა არჩევნების დღეს. აბსოლუტურად არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს არაფერზე! ის ათასი საჩივარი, რომელიც 2-ჯერ ნაკლები დაიწერა, ვიდრე 2020 წელს, ძირითადად, იმდენად მეორე და მესამეხარისხოვან საკითხებს ეხებოდა, რომელიც საერთოდ არჩევნების შედეგებზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს. 20:00 საათზე გამარჯვება იზეიმეს, როგორც მათ წარმოედგინა, რომ ეს დიდი მასა მათ მხარდასაჭერად მოვიდა და რომ დაინახეს, არჩევნები წააგეს, შემდეგ დაიწყეს ათასგვარი ვერსიების გამოცხობა და ეს ვერსიები ყოველდღიურად ხელში ადნებოდათ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.