ბოლნისში, წყალმა კაცი და ცხენი წაიღო - კადრები ადგილიდან
1744789477
მილიონობით ადამიანი დაიღუპა სამი ადამიანის გამო - პირველი, ეს პუტინია, მეორე ბაიდენი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა, და ზელენსკი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ბაიდენი კომპეტენტური რომ ყოფილიყო, და ზელენსკი კომპეტენტური რომ ყოფილიყო, და არ ვიცი არის თუ არა... ეს ომი არანაირად არ უნდა დაეშვათ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„ბაიდენს შეეძლო მისი შეჩერება, ზელენსკის შეეძლო მისი შეჩერება და პუტინს საერთოდ არ უნდა დაეწყო ის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ ომის მოგება შეგიძლია“.
„ომს არ იწყებ იმის წინააღმდეგ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია. და მერე იმედი არ უნდა გქონდეს, რომ ხალხი რაკეტებს მოგცემს“, - განაცხადა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ომის დასრულებასთან დაკავშირებით მისი ადმინისტრაციის ძალისხმევას.
„და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ამ ომის შეჩერების მცდელობაა - ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს. მსურს მკვლელობების შეჩერება. და ვფიქრობ, ამ მხრივ კარგად მივდივართ. ვფიქრობ, ძალიან მალე რამდენიმე ძალიან კარგ შეთავაზებას მოისმენთ“, - დასძინა მან.