პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1750332833
ტრამპმა ირანზე დარტყმის ამერიკული გეგმა დაამტკიცა - წერს ამერიკული მედია, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი შესრულება დროებით გადადებულია იმ მოტივით, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაზე უარს იტყვის. ტრამპი აცხადებს, რომ ირანელებთან შეხვედრისთვის მას კარი არ დაუხურავს და ირანში სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ტრამპმა პუტინზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტს ირანთან შუამდგომლობის შეთავაზებაზე ურჩია, ჯერ რუსეთს უშუამდგომლოს და ირანის საკითხზე შემდეგ იდარდოს.
ექსპერტები ამბობენ, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს თითქმის 14-ტონიანი ბომბები, რომლებსაც კლდეებში მდებარე გვირაბების განადგურება შეუძლია, სადაც ირანს ბირთვული ინფრასტრუქტურა აქვს განთავსებული.
ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ ხვალ, ირანის, რუსეთისა და ჩინეთის მოთხოვნით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს.