თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში წინასაარჩევნოდ შეხვედრები გამართა

თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში წინასაარჩევნოდ შეხვედრები გამართა

,,ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, წინასაარჩევნოდ შეხვედრები გამართა ხელვაჩაურში. თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ ღირებულებებზე, მიღწევებზე და დასახულ გეგმებზე ისაუბრა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხელვაჩაურში განხორციელებული პროექტები, გამოწვევები და სიახლეები განიხილეს.

შეხვედრას ,,ქართული ოცნების” დელეგატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.