„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
ის, რომ ჩვენ არავის ვაძლევთ უფლებას, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ხელი აფათურონ, იმ ძალებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაინტერესებულები, რომ საქართველო ომის ქარცეცხლში გაეხვეს, არ სიამოვნებთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევრო ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ მიდგომებზე საუბრისას.
მან აღნიშნა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის კურსის კვლავაც იქნება მიმართული სიმართლის და სამართლიანობის დაცვისკენ.
„ჩვენ - ჩვენი პოლიტიკური ძალა აბსოლუტურად პირნათელნი ვართ ჩვენი ამომრჩევლის, საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინაშე. ის, რომ ჩვენ არავის ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ხელი აფათურონ, ჩვენი სუვერენიტეტი შელახონ და ფეხქვეშ გათელონ ან რაღაც სამხედრო ავანტიურაში ჩაითრიონ ჩვენი ქვეყანა, გასაგებია, რომ კონკრეტულ ძალებს - იმ ძალებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაინტერესებულები, რომ საქართველო ომის ქარცეცხლში გაეხვეს, არ სიამოვნებთ. მათ არ სიამოვნებთ ის მოცემულობა, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი თვითმყოფადობა არის გამოცხადებული უზენაეს ღირებულებად და მხრიდან მთავარ მიზნად ჩვენი ხელისუფლების მხრიდან”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მართვის სადავეების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების საშუალება არავის მიეცემა.
„გასაგებია, რომ ეს თავდასხმები ამ ფონზე ხორციელდება. მაგრამ რაოდენ ფართო დიაპაზონი და მასშტაბიც არ უნდა შეიძინოს ამ აბსურდულმა თავდასხმებმა, ბრალდებებმა, გარე აქტორების თუ მათი ადგილობრივი, შიდა აგენტების მხრიდან, რომელიც არის გამიზნული იმისკენ, რომ როგორმე ამ ქვეყანაში წყალი აიმღვრეს, ჩვენ ვიქნებით ჩვენი ეროვნული კურსის ერთგულები. რა თქმა უნდა, არავის მივცემთ იმის უფლებას თუ გასაქანს ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, რომ არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი გზებით ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიგდონ ხელში, რასაც ეს ადამიანები არ მალავენ”, - განაცხადა ჭეიშვილმა.