თინა ბოკუჩავა: მნიშვნელოვანია, დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების გზა

თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, მნიშვნელოვანია, დიდმა ბრიტანეთმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააჩქაროს, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული  განვითარების გზა დაუბრუნდეთ

„რამდენიმე წუთის წინ დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ვისაუბრეთ სანქცირების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე. აღვნიშნეთ, რომ სანქციები შეეხოს თავად ივანიშვილს და მის ფინანსურ გარემოცვას, მის ელიტას, პროპაგანდისტებს. დიდი ბრიტანეთის სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ივანიშვილის დიდი ოდენობის აქტივები აქვს ბრიტანეთში და ოფშორულ ტერიტორიებში, ამიტომ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და დაჩქარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. აგრეთვე ვისაუბრეთ ე.წ ვაიმარ პლუსის თანამშრომლობის ფორმატზე, სადაც დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი გააძლიერებენ ძალისხმევას. გააძლიერებენ  თანამშრომლობას და კოორდინაციას, რათა ეფექტიანად განახორციელონ წნეხი ავტოკრატიულ რეჟიმზე და საქართველოს მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ დემოკრატიული ევროატლანტიკური განვითარების გზას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.