თენგიზ შარმანაშვილი: ხედავენ, რომ ევროკავშირთან ყინული შეიძლება დაიძრას. ხელიდან არ უშვებენ [ოპოზიცია] მომენტს, რომ სიტუაცია შეაფერხონ. დარბიან კაბინეტებში და ეუბნებიან, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან

თენგიზ შარმანაშვილი

ხედავენ, რომ ყინული შეიძლება დაიძრას. ხელიდან არ უშვებენ არც ერთ მომენტს, რომ სიტუაცია შეაფერხონ. დარბიან კაბინეტებში და ეუბნებიან, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება დაწყებულია და ოპოზიცია „დიფ სთეითის“ მითითებით ცდილობს ამ პროცესს ხელის შეუშალოს.

„დღეს ჩვენ არაფერზე არ გვექნებოდა აქ, რომ ომის ქარ-ცეცხლი დაგვენთო და ეფემერული დივიდენდების მიღების მიზნით, გაუაზრებელი ნაბიჯები გადაგვედგა. 2008 წელი მონაგონი იქნებოდა, ისეთ რაღაცას გავაკეთებდით, ამ მიმართულებას რომ გავყოლოდით, რასაც მოგვიწოდებდნენ ჩვენი „კეთილისმსურველები“ „დიფ სთეითიდან“ და მათი პირდაპირი წარმომადგენლები და მათი ყურმოჭრილი ადამიანები, რომლებიც ერთი -ერთში ასრულებენ იქაურ დავალებებს. ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ ეს ყინული შეიძლება გალღვეს და დაიძრას, ხელიდან არ უშვებენ არც ერთ მომენტს, რომ ეს სიტუაცია შეაფერხონ და ისევ ამ ადამიანების ხელით დადიან კაბინეტიდან კაბინეტში და ეუბნებიან, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, არ გინდათ საქართველოსთან სიტუაციის დალაგება. როგორ დარბოდნენ და ამბობდნენ, რომ არ მისცეთ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს, იმიტომ, რომ მერე გაგვიძნელდება ჩვენ ამათი დამხობა. ხალხი მიემხრობა. არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი, თორემ ხელისუფლება გაძლიერდება. ახლა დარბიან, არ დაელაპარაკოთ, თორემ ლეგიტიმურობას გამოიწვევს ხელისუფლების და მაშინ ხომ ვერ მოვახერხებთ ჩვენ რევოლუციის ცეცხლის დანთებას საქართველოში. ეს ყველაფერი წყალში ეყრებათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ეს არ უნდა და ქართველი ხალხის ნებას ვერავინ გადაახტება. ამიტომ, დაინახეს რა, ეს რეალობა, რომ ქართველი ხალხი სულ სხვანაირად აზროვნებს, სულ სხვანაირად არის განწყობილი, სხვა ფასეულობების მიმდევარია, ეს ვნახეთ ამ [ალბანეთში] სამიტზე, ეს იყო პირველი ნაბიჯები. ჯერ ვთქვათ პირველი ნაბიჯი ცოტა გაუბედავია ხოლმე, მაგრამ ძალიან ნათელი იყო და ოპოზიცია ამას რა თქმა უნდა ვერ ხედავს და არც არის საჭირო რომ დაინახოს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.