თენგიზ შარმანაშვილი გახარიაზე: ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციების იძლეოდა, დაიბნა. რატომღაც მას ჰქონდა ტაქტიკა, რომელსაც ის იყენებდა თავისი პრემიერების დროსაც, რომ აბუჩად აეგდო, ცინიკურად ემოქმედა მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა

თენგიზ შარმანაშვილი

გუშინ, გახარია გამოცხადდა კომისიაზე. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა იძახოს, რომ პარლამენტს არ ვაღიარებ, ის საგამოძიებო კომისიაზე იყო. ჩვენს, კომისიის გაფრთხილებასაც, რომ ყალბი და წინასწარ შეცნობით ცრუ ჩვენების, ახსნა-განმარტების მიცემაზე პასუხისმგებლობა, თავის არიდება კითხვებზე ამაზე ხელი მოაწერა. ასე, რომ ცნობის მეტი ხარისხი მე არ ვიცი. მერე ამას სიტყვიერად, რაც უნდა მოაყოლო, რომ მე ამ პარლამენტს არ ვცნობ, ეს რა თქმა უნდა უკვე მეორე ხარისხოვანია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე ურთიერთგამომრიცხავ პასუხსებს იძლეოდა და ცდილობდა ცინიზმის საშუალებით აერიდებინა კითხვებისთვის თავი.

„რაც შეეხება მის გამოსვლას, იყო ყოვლად წარმოუდგენელი, ყოვლად აღმაშფოთებელი იმიტომ, რომ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციების იძლეოდა. ჩამოუყალიბებელი იყო. დაიბნა. რატომღაც მას ჰქონდა ტაქტიკა ისეთი აღებული, რომელსაც ის იყენებდა თავისი პრემიერების დროსაც შეიძლება და მერეც, რომ ვთქვათ აბუჩად აეგდო, ცინიკურად ემოქმედა მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა.

მას მოუწია კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მართალია უმეტეს კითხვებზე ის, რაღაცებს თითქოს ვერ იხსენებდა და ამბობდა, რომ „ეს არ მახსოვს“. შეიძლება ათჯერ მეტჯერ სხვადასხვა საკითხზე „არ მახსოვს“ წარმოთქვა მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაცების დაკონკრეტება მაინც მოუწია. ის, რისი დაკონკრეტებაც მოუწია იყო აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი საკითხები. ჩორჩანასთან დაკავშირებული, სადაც ის ტყუილ ინფორმაციას აძლევდა თითქოს იმ საგუშაგოს განლაგებამ გადაარჩინა იქ სიტუაცია. არა და მოსახლეობაც ადასტურებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი ტყითაც სარგებლობდნენ, მიუხედავად იმ აღნიშვნებისა, ასევე, ინერტული მასალებიც გამოჰქონდათ ნებართვების საფუძველზე. ახლა ოკუპანტები იმ დონეზე შემოიწივნენ, რომ მათ ამის საშუალება აღარ აქვთ. ასევე, ეს საგუშაგო, სადაც იმყოფება, გარშემო მყოფი სიმაღლეები ისე დაიკავეს და დამატებითი საგუშაგოები გახსნეს, რომ თითქმის აზრი დაუკარგეს იმ საგუშაგოს, რომელიც მან გახსნა, ვინაიდან უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და აბსოლუტურად აკონტროლებს და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იქ რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს, დაცვის საშუალებაც კი ძალიან გაძნელებული იქნება. აი, ეს მოიტანა სუს-ის რეკომენდაციის არ გათვალისწინებამ, რომელიც აფრთხილებდა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას შეიძლება გამოუსწორებელი თუ არა, ყოველ შემთხვევაში გაუთვლელი შედეგები მოჰყოლოდა, რაც მოჰყვა კიდევაც სამწუხაროდ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.