გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1743800684
თუ იარსებებს რაიმე სისხლის სამართლის კანონდარღვევა, იქნება შესაბამისი რეაგირება და ის პირები, ვინც ასეთ სისხლის სამართლებრივ დარღვევებს სჩადიან, წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციებს საქართველოს უნივერსიტეტი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აფინანსებს.
„ჩვენი საგამოძიებო ორგანოების მიერ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა სხვადასხვა მიმართულებით აღძრული, რომელიც ამ საბოტაჟის, თუ სხვადასხვა ქმედებების საქმეს იძიებს. რა თქმა უნდა ამ სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ჩვენი საგამოძიებო ორგანოები აგროვებენ მტკიცებულებებს, აანალიზებენ და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასე რომ, სახელმწიფოს რეაქცია არსებობს და თუ იარსებებს რაიმე სისხლის სამართლის კანონდარღვევა, იქნება შესაბამისი რეაგირება და ის პირები, ვინც ასეთ სისხლის სამართლებრივ დარღვევებს სჩადიან, წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე, მართლმსაჯულებას ვერ აცდებიან“, - აცხადებს შარმანაშვილი.
ხელოვნური პროტესტის ორგანიზების გაშიფრულ სქემაზე „იმედის კვირამ“ მორიგი სიუჟეტი მოამზადა და დაფინანსების ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საუბარია ხელოვნურ პროტესტში უნივერსიტეტების ჩართულობაზე. დაფინანსების ერთ-ერთი წყარო, გიორგი ბაჩიაშვილია და ალასანიას უნივერსიტეტის გავლით ფინანსები საბა ჯაჯანიძის კომპანიაში ირიცხება. თანხა კი აქციებს ხმარდება.