„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 20-21 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფაქტს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ ყველა გარემოება ადრე ჩატარებული გამოძიებით დეტალურად დადგენილი არ არის და იგი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი.
„ახალ ხდება ამის აღსრულება და ყველა დეტალი და გარემოება, რაშიც ვთქვათ, კითხვები გაუჩნდა სტრასბურგის სასამართლოს, უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი.
მე პროკურორის როლში ვერ გამოვდგები და ვერ დავაანონსებ ვინმესთვის ბრალის წარდგენას. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ როდესაც ყველა დეტალი გაირკვევა, იქ კიდევ გამოჩნდება ბევრი ბრალეული ადამიანი, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს იმ დღეებში საქართველო - დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები. ეს მოხდა წინასწარ განზრახვით, დაუდევრობით თუ არაკომპეტენტურობით, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
პროკურატურის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.