თეა წულუკიანი: ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაწყვეტს, არ მიიღოს ნებაყოფლობით არჩევნებში მონაწილეობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვისაა საზიანო. ამით ხელისუფლებას ვერაფერი დააკლდება

თეა წულუკიანი

პოლიტიკური პარტია, ან პოლიტიკური პარტიის წევრი, ან ტუნდაც, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება პოლიტიკაში, პოლიტიკურ პროცესში ჩართული, თუ ის არჩევნებში არ მონაწილეობს, - განუცხადა პარლამენტში ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკის „ანა-ბანას წარმოადგენს“.

„ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაწყვეტს, არ მიიღოს ნებაყოფლობით არჩევნებში მონაწილეობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვისაა საზიანო. ამით ხელისუფლებას ვერაფერი დააკლდება“, - აღნიშნა წულუკიანმა.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირებაა. მათ პოზიციების შეჯერება ამ საკითხზეც უჭირთ და საერთო გადაწყვეტილებაზე ვერ ყალიბდებიან.