რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის ოპერაციების კოორდინატორ დენა ფიშერთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ჰუმანიტარული პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური მედიატორის და ჰუმანიტარული მონაწილის, როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და დენა ფიშერს, როგორ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ახალ თავმჯდომარეს, წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯო ბარტონი დაესწრო.