თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
თბილისის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. თანხა 826 მილიონ ლარს სცდება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 62 000 ლარით მეტია. თანხები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლების, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებზე განაწილდება. 150 მილიონით გაიზრდება 2024 წლის ბიუჯეტიც.
საკრებულოს ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია. "ქართულ ოცნებასთან" ერთად, განხილვაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიიღო.