კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს
1747753068
თავსმოხვეული იყო მოსაზრება, რომ სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო, ახლა ეს თემატიკა სწორდება და პროკურატურას უბრუნდება ის საკითხები, რომლებიც ისედაც მისი განსახილველია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და მისი საქმეების პროკურატურისთვის გადაცემით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
„კონსტიტუციური დანაწესი ამბობს, რომ კონსტიტუციური ორგანოები მხოლოდ ის ორგანოებია, რომლებმაც ამგვარი საქმიანობები უნდა განიხილონ. თავის დროზე, გარკვეულწილად, თავსმოხვეული იყო მოცემულობა და მოსაზრება, რომ ასეთი სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო, არადა, ასეთი სამსახურების რეალური ფუნქციები სწორედ პროკურატურაშია. ამიტომ, არაფერია ახალი, სწორდება ეს თემატიკა, პროკურატურას უბრუნდება ის საკითხები, რომლებიც ისედაც მისი განხილვადი იყო. ცვლილებების მიღებით განსაკუთრებული და გამორჩეული არაფერი ხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდება, საქმეები კი, რომლებზეც მისი ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა.