ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა - აწყურთან ავარია მსხვერპლით დასრულდა
1761923411
 
                                                                სიცრუე და ინფორმაციის დამალვის მცდელობა, - ასე აფასებს მმართველი გუნდი გერმანიის მთავრობის პასუხს მათივე ოპოზიციური პარტიის შეკითხვებზე. ოფიციალური ბერლინი ელჩსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ის კონფიდენციალური იყო და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
რაც შეეხება ელჩის მხრიდან ხაზარაძის ქონების დაქირავებას, გერმანიის მთავრობა ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ეს ფაქტი რამდენიმე კვირის წინ თავად "ლელოს" ლიდერმა დაადასტურა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სიმართლე ვერ დაიმალება.
"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სიმართლე არ იმალება. შესაბამისად, თუ დასამალი არაფერი არ გაქვს, ამ შემთხვევაში გერმანიის მთავრობაზეა საუბარი, მაშინ რატომ ბოლომდე არ ხსნიან იმ ფაქტებს, რა ფაქტებთან დაკავშირებითაც არის კითხვები.
ნაწილობრივ ამბობენ, რომ შეხვდნენ ოპოზიციას და რაზე შეხვდნენ, იმაზე არავინ საუბრობს. თავად გერმანია საუბრობს გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობაზე, ვითომ ჭკუას გვასწავლის, და ამ დროს თვითონ გაუმჭვირვალედ აკეთებს განცხადებებს,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.