თანამედროვე ფაშისტური მიმდინარეობა თუ რა შეიძლება იხილოს ადამიანმა, ეს არის ზუსტად დღევანდელი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტები - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

თანამედროვე ფაშისტური მიმდინარეობა თუ რა შეიძლება იხილოს ადამიანმა, ეს არის ზუსტად დღევანდელი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტები, უცხოეთიდან დაწყებული აქაურებით დამთავრებული, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა ფეხბურთელების წინააღმდეგ ფსევდოლიბერალების შეტევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, განსხვავებულ მოსაზრებას არათუ ვერ იტანენ, არამედ, კლავენ პირდაპირი გაგებით.

„აბულინგებენ ყველა ადამიანს, სპორტსმენი იქნება ეს, ხელოვანი იქნება თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, თუ მათ აზრზე არ ხარ, ისინი სპობენ ყველაფერს. მონაგონია კომუნისტური რეჟიმი, რომლებიც თავის დროზე იმავენაირად იქცეოდნენ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ნინო დარასელი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მისთვის სულ ერთია, ფეხბურთელები რას იზამენ.