სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
1744052094
„ძალიან რთულია მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მშვიდობის პირობებში“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის დღის წესრიგი ლაგდება იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება საქართველოს, მის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს.
„დღეს მსოფლიო ომის წამოწყება თუ რას უქადის კაცობრიობას, ყველამ იცის. ეს არ არის მეოცე საუკუნის 40-იანი წლები, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო - მესამე მსოფლიო ომი ყველასთვის სავალალოდ დასრულდება. სწორედ ამიტომ [მსოფლიო ლიდერები ყველანაირად] ცდილობენ, რომ პროცესები ატომური იარაღის ჟღარუნამდე არ მივიდეს. თუმცა მშვიდობის ფარგლებში როგორ მოხერხდება ეს, ძნელი წარმოსადგენია.
რაც შეეხება საქართველოს ამ პროცესების ფონზე - ქართული საზოგადოება მიჩვეული იყო, რომ ქართული პოლიტიკა საერთაშორისო დღის წესრიგიდან გამომდინარე ლაგდებოდა. რას იტყოდა რუსეთი - რამე არ მოეწონებოდა, გაბრაზდებოდა და გბომბავდა; ან, რას იტყოდა დასავლეთი - მთელი 35 წელი ჩვენი პოლიტიკა ამაზე იყო აგებული. საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს სტრატეგია შეცვალა და ახლა უკვე ჩვენი დღის წესრიგი ლაგდება იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება საქართველოს, მის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, უკვე ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.