"თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებები არ მაინტერესებს. გვაქვს აქტიური კამპანია, ეს პოლიტიკური ბრძოლა არ ჩერდება, ვერ მიაღწევენ, რომ შევცვალოთ ძირითადი ტაქტიკა" - გრიგოლ გეგელია ოპოზიციის კრიტიკაზე

გრიგოლ გეგელია

შეწყალების და საპატიმროს დატოვების შემდეგ, "ლელოს" ლიდერების მისამართით კოლეგების მხრიდან ისევ კრიტიკა ისმის. ოპოზიციის ნაწილი მათ ბრალდებებს უყენებს და ისევ მოუწოდებს გაემიჯნონ არჩევნებს.

"ლელოში" კი აცხადებენ, რომ სტრატეგიას არ შეცვლიან, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, კოლეგების აზრი კი მათთვის უინტერესოა.

როგორც პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ამბობს, აქტიური სამზადისი გრძელდება.

"თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებები არ მაინტერესებს. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური სამზადისი, ძალიან აქტიური კამპანია, ეს პოლიტიკური ბრძოლა არ ჩერდება, ვაგრძელებთ აქტიურად და გავაგრძელებთ ბოლომდე. ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩვენ შევცვალოთ ჩვენი ძირითადი ტაქტიკა", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

განცხადება გააკეთა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

"გასაგები იყო, რა თამაშსაც თამაშობდა სამწუხაროდ "ლელო". გამოჩნდა კიდევ ერთხელ, ისინი უბრალოდ დაყაბულდნენ იყვნენ სისტემური ოპოზიცია. ყველა ეტაპზე, ჩვენ ვიცოდით, რომ კრახს განიცდიდა ყველა ის ძალა, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ე.წ. არჩევნებში", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.