საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ესკალაციის მართვის კონსულტანტისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო გამძაფრებულ შემოტევას აწყდება.
მმართველი გუნდის შეფასებით, ლიეტუველი პოლიტიკოსი საქართველოში ახალი დირექტივების გასაცემად ჩამოვიდა.
„ფაქტობრივად, სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო აწყდება ამ გავეშებულ, გამძაფრებულ შემოტევას. პირდაპირ შეგვიძლია მტრული განწყობა ვუწოდოთ მის მიერ საქართველოში ანტისამთავრობო მიტინგზე ყოფნას. ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა და ახლა თუკი ის შეუერთდება იმ „დიფ სთეითის“ მიერ მართულ კლანს, რომელსაც რადიკალები ჰქვია ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ იქნება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ესკალაციის მართვის კონსულტანტი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შენობაში შეიყვანეს მხოლოდ მათთვის სასურველი მედიის წარმომადგენლები, სიაში ვერ მოხვდნენ „იმედი“, „რუსთავი 2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.