3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს
1711546560
ჩვენი - „ხალხის ძალის“ ინიციატივა იქნება, როგორც კი პარლამენტი შევიკრიბებით, რომ ეს მუხლი უნდა დავაბრუნოთ სისხლის სამართლის კოდექსში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.
„გარდა სისტემური და სისტემატური დანაშაულისა, არის ერთი რამ, რაც შეიძლება, მარტივად მოთავსდეს იმ მრავალი მუხლის ქვეშ, რომლებსაც ერთი საერთო სახელწოდება აერთიანებდა - სამშობლოს ღალატი. ეს არის მუხლი, რომელიც გააუქმა, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ მუხლის ამოღება დაიწყეს 2008 წლის ივლისში, პირველი მოსმენით იყო მიღებული და ომის დამთავრების შემდეგ მეორე და მესამე მოსმენით ამოიღეს. ამოიღეს იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, ეს არის მუხლი, რომელიც „დამოკლეს მახვილივით“ ეკიდა მათ თავზე. ჩვენი - „ხალხის ძალის“ ინიციატივა იქნება, როგორც კი პარლამენტი შევიკრიბებით, რომ ეს მუხლი უნდა დავაბრუნოთ სისხლის სამართლის კოდექსში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს
1711546560