1758568351
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დარწმუნებული ვართ, ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც სომხეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს, სომხეთი აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
„გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების მისალოც ტექსტში.