სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს - ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეორგოლს ეხმიანება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტების არასრული სიაა წარმოდგენილი. 
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ზემოთ ჩამოთვლილი ქველმოქმედება ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა და სწორედ ეს აღიზიანებთ საქართველოს მტრებს, რომ არა სხვას, არამედ თავის სამშობლოს უკეთებს ასეთ დიდ საქმეებს.

„მითხარით რა არ მოგწონთ? სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს, ამიტომაც აღიზიანებთ, რომ არა სხვას, არამედ თავის სამშობლოს უკეთებს ასეთ დიდ საქმეებს!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.