დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა - "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა პოლიტიკური შეფასებების თემაა. პროგრამა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გააცნო. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნულ ამოცანებზე. "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული, თუმცა მმართველი გუნდის განწყობა ოპტიმისტურია.
ოპოზიციაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, საქართველოს მოქალაქეების დაკვეთას უწოდებენ, "ქართულ ოცნებას" კი ამ მხრივ სიტუაციის გაუარესებაში ადანაშაულებენ:
"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის საქართველოს მოქალაქის პირველი დაკვეთა ნებისმიერი ხელისუფლებისათვის. სამწუხაროა, რომ ამ 12 წლის განმავლობაში, "ქართულმა ოცნებამ" არათუ ვერ მოახერხა რაიმე ნაბიჯი გადაედგა ამ მიმართულებით, არამედ ბევრად უფრო გაუარესებული ვითარება მივიღეთ," - აცხადებს პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ლევან ბეჟაშვილი.
შეფასებები გაკეთდა "გირჩშიც":
"სიღარიბის დაძლევა თეორიულად შეუძლებელია, ყოველთვის იქნება ვიღაც ღარიბი ნებისმიერ საზოგადოებაში. ამ მიზანს ვერცერთი მთავრობა ვერასოდეს მიაღწევს. შეიძლება დაძლიო უკიდურესი სიღარიბე. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს რთული ამოცანაა, რომელიც მოიცავს საგარეო პოლიტიკისა და შიდა პოლიტიკურ ნაწილს, რაშიც ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო ქვეყანა,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.