საჯარო სკოლებში ახალი ცვლილება ამოქმედდება
1742204550
კორეის პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა ხაბარელმა კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰიონდუ კიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე შოთა ხაბარელმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა.
როგორც შოთა ხაბარელმა აღნიშნა, საქართველოსა და კორეას შორის მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა და პირველი ელჩის დანიშვნა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო დინამიკურს და მრავალფეროვანს გახდის.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ კორეელი ტურისტების საქართველოში ვიზიტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება აქტიურად განიხილება.
საინვესტიციო გარემოს და სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის არსებულ სავაჭრო დერეფანს წარმოადგენს და სატვირთო გადაზიდვების ტრანზიტისთვის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აქვს.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს, კორეელი დიპლომატის განცხადებით, მეგობრობის ჯგუფების ორგანიზებით არაერთი მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტები გაიმართა და საქართველოსა და კორეას შორის საპარლამენტო დიპლომატია დღესაც დინამიკურად ვითარდება. აღნიშნულზე საუბრისას ელჩმა შოთა ხაბარელის საქმიანობა და მისი აქტიური ჩართულობა გამოყო, რომელიც უკვე 12 წელია კორეის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს.