დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ, ვაკანტურ პოზიციაზე, მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მარიამ ტაბატაძე ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. 2018 წლიდან იგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2018 წლებში კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.