ისრაელის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
1750103654
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორთან - ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებული ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების უფრო მეტად გაძლიერების მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ანგარიში მოისმინა.
გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.