ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
შეუძლებელია, დააპატიმრო სააკაშვილი განუსაზღვრელი ვადით და თან დაუახლოვდე ევროპას, - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ფრანგმა ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუქსმანმა.
„შეუძლებელია, კრემლთან გარიგებაში შეხვიდე და თან ევროპას დაუახლოვდე, შეუძლებელია, გააგრძელო თავისუფლების საწინააღმდეგო კანონების წინ წაწევა და თან ევროპას დაუახლოვდე, შეუძლებელია, დააპატიმრო სააკაშვილი განუსაზღვრელი ვადით და თან ევროპას დაუახლოვდე“, - აღნიშნა რაფაელ გლუქსმანმა.
მისი თქმით, ქართველი დემოკრატები ევროპას უცქერენ და ელოდებიან, რომ „გაცილებით ხისტები ვიქნებით ოლიგარქების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას“.
გლუქსმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ხმა უნდა აიმაღლოს და დადგეს ქართველი დემოკრატების გვერდით.