შეშფოთებული ვართ, რა სახითაც ჩატარდა არჩევნები საქართველოში, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის გზაზე - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

შეშფოთებული ვართ იმით, რა სახით ჩატარდა არჩევნები საქართველოში, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ლუმინიტა ოდობესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, სადაც საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების საკითხი დღის წესრიგშია.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის გზაზე, თუ გავითვალისწინებთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – განაცხადა ლუმინიტა ოდობესკუმ.