სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
,,ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანას. ვერანაირი დამხობა, ვერანაირი გადატრიალება და შანტაჟი საქართველოს მოსახლეობას ვერ შეაშინებს. გპირდებით, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" დადებს იმ შედეგებს, რა შედეგებსაც ველოდებით ჩვენ," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, წინასაარჩევნო პროცესს ხელს ვერავინ შეუშლის და ვინც მშვიდობის წინააღმდეგ გაილაშქრებს, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
"რაც შეეხება მათ მოწოდებებს, ჩვენ ვართ სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ყველა მათ მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნება აღკვეთილი და ყველა დანაშაული იქნება შესაბამისად შეფასებული," - აღნიშნა რიმა ბერაძემ.