შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა

თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი თავმჯდომარეობდა.

თეა ახვლედიანმა სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შუალედური შეფასების პირველადი შედეგები წარუდგინა ორი პრიორიტეტული მიმართულებით: სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებული პოლიტიკის შედეგებზე. მისი განცხადებით, შუალედური შეფასება მიზნად ისახავს 2024 წლის ჩათვლით, სტრატეგიის განხორციელების ეფექტიანობის, მიღწევებისა და პროგრესის დინამიკის, ასევე სამიზნე სეგმენტზე ზეგავლენის შესწავლას და ანალიზს.