რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
ახალი კანონის ["გრანტების გამჭვირვალობის"] ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაცემულ გრანტს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საუბარია, საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად, საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. როგორც საელჩო წერს, პროექტი შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს.
მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ ეს გრანტი რეალურად სხვა მიზნებს მოხმარდება, რადგან, მათივე თქმით, ამ ორგანიზაციის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრები, "კანვასის" დამფუძნებლები და ტრენერები არიან.
"აქამდე თუ ვინმეს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ამა თუ იმ ელჩს, ამა თუ იმ ქვეყანას რაღაც შეცდომით მოუვიდა, არ ჰქონდა გათვლილი, არ ჰქონდა გააზრებული, არ იცოდნენ ამ ორგანიზაციების შესახებ, დღეს მე მგონი ცხადია ყველაფერი, შეგნებულად, მიზანმიმართულად ხდება ამ ტიპის რადიკალური ორგანიზაციების დაფინანსება, წახალისება, იმისთვის, რომ შემდგომ მათ მოაწყონ ის, რაც არაერთხელ მოაწყვეს პარლამენტის წინ. ამიტომ, მომავალში, როდესაც სავარაუდოდ ვნახავთ ამავე ორგანიზაციების მხრიდან ძალადობრივ, ფსიქოლოგიური შანტაჟის თუ ა.შ. განხორციელებულ აქტივობებს, პირდაპირ, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ შეგვიძლია დავადოთ ხელი და მივუთითოთ ამ ადამიანზე, საფრანგეთის ელჩზე მაქვს საუბარი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ, ფაქტია, რომ მომავალში თუ რამე მოხდება, შეუძლია ამ ადამიანს პირდაპირ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რას გააკეთებენ ეს ორგანიზაციები," - აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.