შეარჩიე აკუმულატორები Tegetashop.ge-ზე

შეარჩიე აკუმულატორები Tegetashop.ge-ზე

ჩვენი ავტომობილის ნებისმიერ სეზონზე შეუფერხებლად მუშაობისთვის აუცილებელი ატრიბუტია აკუმულატორი, რომელიც ავტომობილის ელექტროსისტემის კვების ერთადერთი წყაროა. ის მუშაობს, როგორც ელემენტი. ელექტროენერგიას მიაწვდის იმ სისტემას, რომელიც აუცილებელია მანქანის დაძვრის, მოძრაობის, ფარების ანთებისა და სხვა ოპერაციების შესასრულებლად.

აკუმულატორებს შორის არსებობს რამდენიმე განსხვავება. ეს შეიძლება იყოს ტევადობა, ტექნოლოგია, ზომები და სხვა. სასურველია, აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობა სეზონურად შემოწმდეს, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი პრობლემები. იმ შემთხვევაში, თუ აკუმულატორი შესაცვლელია, მანქანა უბრალოდ აღარ დაიქოქება.

ხარისხიანი აკუმულატორის შერჩევა „თეგეტა მოტორსში“ შეგიძლია. Tegetashop.ge-ის ონლაინ მაღაზია აკუმულატორების უდიდეს არჩევანს აერთიანებს. აქ შეხვდები ისეთი წამყვანი ბრენდების აკუმულატორებს, როგორებიცაა: EXIDE, FIAMM, MONBAT, VARTA, ENERGIZER, OPTIMA. თითოეული მათგანი ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ხელსაყრელი ფასით გამოირჩევა.

განვიხილოთ რამდენიმე ბრენდი: 

Varta გამორჩეული ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მთელ ევროპაშია ცნობილი. Varta აკუმულატორები მსოფლიოს თითქმის ყველა საავტომობილო ქარხანას მიეწოდება და აკუმულატორების მსოფლიო ბაზრის 40%-ზე მეტს მოიცავს. ბრენდის პროდუქცია გამოიყენება როგორც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე მოტოციკლებისთვის.

ENERGIZER აკუმულატორებისა და დამმუხტველების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული ბრენდია. ის 2015 წელს შეიქმნა და ამ დროიდან ბრენდის მისიაა ლიდერის პოზიციის შექმნა და შენარჩუნება გლობალურ ბაზარზე. ბრენდი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას და მუდმივად აფართოებს არსებობის საზღვრებს.

თეგეტას ონლაინმაღაზია მომხმარებელს სასურველი პროდუქციის შეძენის ძალიან ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. ივნისში აკუმულატორები ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო. შეთავაზება ეხება ისეთი ბრენდების შერჩეულ პროდუქციას, როგორებიცაა: VARTA, ENERGIZER, EXIDE, MONBAT და სხვა.  

ამასთანავე, თუ კონკრეტულ მომენტში საკმარისი თანხა არ გაქვს, თეგეტა საშუალებას გაძლევს, მინიმუმ 100-ლარიან შენაძენზე ისარგებლო განვადების ძალიან ხელსაყრელი პირობებით. საჭიროა მხოლოდ მარტივი რეგისტრაცია მინიმალური ინფორმაციის შევსებით.

გარდა სხვა უპირატესობებისა, თეგეტა ასევე გთავაზობს, ისარგებლო ექსპრეს მიწოდებით და შეიძინო აკუმულატორები ადგილზე მიტანით ძალიან მცირე დროში. ფაქტობრივად, შეკვეთას გამზადებიდან 1 საათში მიიღებ, რაც ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა თითოეული მომხმარებლისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიე საიტზე: Tegetashop.ge ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 322 26 44 44.