შალვა პაპუაშვილი: ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია აპირებს შემოსვლას პარლამენტში და განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდში ეტყობათ მათ განცხადებებს, ამიტომ ამ სპორტულ აფერისტობას თავი დაანებონ, როცა ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს

შალვა პაპუაშვილი

ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია აპირებს შემოსვლას და განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდში ეტყობათ მათ განცხადებებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, ჯერ უნდა მოხდეს უფლებამოსილების ცნობა, ხოლო შემდეგ შეიტანონ განაცხადი, ამიტომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს სპორტულ აფერისტობას და ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს. „დღეს ვუსმენდი კიდევ ერთ წარმომადგენელს „ნაციონალურ მოძრაობის“, რომელსაც ჰკითხეს რომ თქვენს მიერ დაწერილი განცხადებები, რომ მანდატზე ამბობთ უარს, ან უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვთ იურიდიული ძალა ამას არ აქვს ეს უკვე მე მგონი ყველამ გაიგო და აიხსნა, რომ ჯერ უნდა მოხდეს უფლებამოსილების ცნობა 25-ში და 25-ის შემდეგ 26-ში, 27-ში უნდა შემოიტანონ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კითხა იქ ჟურნალისტმა არ აქვს იურიდიული ძალა და თუ აპირებთ თქვენ, რომ განცხადებით მიმართოთო. პასუხი რესპონდენტის იყო ძალიან საინტერესო ჩვენო, რა თქმა უნდაო, ჩვენ სიტყვას შევასრულებთო, ეს განცხადებებით არის უკვეო და ელოდება იურიდიულ ძალაში შესვლასო ანუ რაღაც დავწერეთ და 25-ის შემდეგ ძალაში შევაო. ასეთ სპორტულ აფერისტობას ოპოზიციამ უნდა დაანებოს თავი! თან მაქვს 2020 წელს თუ როგორ მოითხოვეს მათ, შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს შედგა სხდომა, უფლებამოსილების ცნობა - თინათინ ბოკუჩავა, 16 დეკემბერს არის შემოსული განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მამუკა ხაზარაძე - 16 დეკემბერი, ნიკანორ მელია -16 დეკემბერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 17 დეკემბერი, თეონა აქუბარდია -17 დეკემბერი, სხდომის შემდეგ, ამიტომ ამ სპორტულ აფერისტობას თავი დაანებონ, როცა ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და მათ ამომრჩეველს მივმართავ აი რომ აგიჟებენ ახლა აქციებით, არანაირი განცხადების დაწერას, როგორც ჩანს ეგენი არ აპირებენ თუ არა და გამოჩნდება, 25 დეკემბერს იქნება სხდომა უფლებამოსილების ცნობა ამის შემდეგ 26-ში მოგვმართონ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუ მოსვლა არ უნდათ შეუძლიათ იმეილით გამოაგზავნონ. contact@parliament.ge-ზე გამოაგზავნონ განცხადება, ხელი მოაწერონ, დაურთონ იმეილს და პარლამენტი მიიღებს ამ განცხადებას“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ორი გზა - ან უნდა დაინგრნენ, ან უნდა დამცირდნენ და ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ არის მათი მფარველებისგან მითითება და ერთ წამში დაივიწყებენ თავის პოზიციებს. „ჩვენი ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვთ ღირსება. როცა ადამიანი დადგება ღალატის და სხვისი ინტერესების გატარების გზაზე იქ პირველი რაც უნდა დათმო ეს არის ღირსება. ჯაშუშობა, აგენტობა და სხვისი სამსახური ღირსებით არ ხდება. ამიტომ, როცა ღირსება არ გაქვს მერე იქ უკვე ყველაფერზე წამსვლელი არის ადამიანი ჩვენ ვნახეთ ეს 2020 წელს, როცა ამბობდნენ რომ „პუფი“ არის ადამიანი ვინც შევა და მერე ყველა შემოვიდა კიდევაც, ახლაც ზუსტად ამას ვნახავთ, მათ საბოლოო ჯამში აქვთ ორი გზა - ან უნდა დაინგრნენ ან უნდა დამცირდნენ. დაინგრნენ თუ კი ისინი გარეთ დარჩებიან და სრულად მარგინალიზება მოხდება მათი პარლამენტს გარეთ და უნდა დაიმცირონ თავი და შემოვიდნენ პარლამენტში. ერთადერთი მათ რაც სჭირდებათ არის მათი მფარველებისგან მითითება, ერთ წამში დაივიწყებენ თავის პოზიციებს, გამონათქვამებს და შემოვა ყველა პარლამენტში. შემოვლენ მათ შორის იმიტომ, რომ ჰქონდეთ ის სიკეთეები,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.