„ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე...“ - ტაძრის ისტორია, სადაც სასწაულები ახლაც ხდება
1755539309
ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. თუმცა, სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდლის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე. წინდახედულობამ და არა სულსწრაფობამ გამოგვატარა ქართველ ხალხს ათასწლეულები, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„დღევანდელ შეშლილ სამყაროში, ჩვენი მთავარი საზრუნავიც ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.