6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო
1749586443
ეს არის ამერიკის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია, ვინ იქნება ელჩობის კანდიდატი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩის დანიშვნაზე საუბრისას.
„სურვილი გვაქვს და მივესალმებით, რომ რაც შეიძლება მალე იქნეს დანიშნული აშშ-ის ელჩი საქართველოში და არ იყოს მოადგილის დონეზე. სამწუხაროდ გარკვეულ ტენდენციებს ვხედავთ ჩვენ, რომ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ზრუნავს არა იმაზე, რომ ქვეყნებს შრის ურთიერთობა გააუმჯობესოს, არამედ ზრუნავს იმაზე, რომ გააუარესოს ეს ურთიერთობა. ვხედავთ ზოგიერთ ელჩს, რომელიც ცხვირის აბზუებით უყურებს ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და იხუტებს საკუთარ დაფინანსებულ ენჯეოებს და იმას ეძახის ხალხს, ვისაც ფულს აძლევს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ დიპლომატია დაუბრუნდეს თავის ადგილს, ელჩები დაუბრუნდნენ დიპლომატიას და ამ მხრივ ვფიქრობ მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნა აშშ-ში, ასევე აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნა საქართველოში, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ელჩებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ ქვენებს და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები გამყარდეს და არა გაფუჭდეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.