შალვა პაპუაშვილი შვედეთის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება

შალვა პაპუაშვილი

 პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც 2024 წლის 11 დეკემბრით თარიღდება. ვიდეომასალაში შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ქართველ ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს, უკრაინის მაიდანსა და რევოლუციურ ღონისძიებებზე საუბრობს.

აღნიშნული ფეისბუქ პოსტით პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან".

ნახეთ ვიდეო: