შალვა პაპუაშვილი: შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაიდანისკენ მოუწოდა ხალხს. შეიძლება ამას კეთილი განზრახვით ვინმე აკეთებდეს? მტერსაც შეიძლება არ უსურვოს ადამიანმა და რა მოყვრობაზე გველაპარაკება ეს კონკრეტული პოლიტიკოსი

შალვა პაპუაშვილი

შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაიდანისკენ მოუწოდა ხალხს. შეიძლება ამას კეთილი განზრახვით ვინმე აკეთებდეს საერთოდ? მტერსაც შეიძლება არ უსურვოს ადამიანმა და რა მოყვრობაზე გველაპარაკება ეს კონკრეტული პოლიტიკოსი, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ჩადის სხვა ქვეყანაში, გეუბნება მეგობარი ვარო, ქართველო ხალხოო და მოდი იქნებ ერთმანეთს დასცხოთ რამენაირადო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ამას რომ აკეთებს ევროპელი პოლიტიკოსი, გასაგებია, რომ აქ კეთილი ზრახვები არ არის

„ჩამოვიდა აქ საერთაშორისო ნორმების დარღვევით, გაეროს წესდების, ვენის კონვენციის, ყველაფრის, რასაც ედავებიან სხვებს, თვითონ დაარღვია ამ ადამიანმა. გამოვიდა მიტინგზე და ხალხს მაიდანისკენ მოუწოდებდა, შემდეგ ინტერვიუც კი მისცა ამაზე. ასე, რომ როდესაც შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა, რომ უკმაყოფილო იყო ხალხის რაოდენობით თუ ტემპერატურით, რომელიც მას დახვდა და პირდაპირ მოუწოდა, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, სხვა ქვეყანაში, ხალხს მოუწოდა მაიდანისკენ და მეორე დღეს, მისმა დაფინანსებულმა, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ დაიწყეს მაიდანის მომზადება, ასე ვთქვათ. ვხედავთ, რომ ისინი არიან თანაორგანიზატორები, მათ შორის, ამ აქციების, რომლებიც გადაკეტვას ეხება. მაშინ უკვე კითხვის ნიშანი ისმება, ვინ ვის რაში არწმუნებს და ვინ ვის რას უკვეთს. აქ პირდაპირ ჩანს შეკრული წრე.

თავადვე თქვეს, მათ შორის, ღიადაც განაცხადეს, რომ ამ შეხვედრებზე, ამ შვიდეულთან თუ რვა ადამიანთან, ვინც ჩამოსული იყო, ისინი მოუწოდებდნენ გაგვაგონეთ ხმა, იყავით უფრო ხმამაღალი, აწიეთ ტემპერატურა. წარმოგიდგენიათ როგორ ევროპელებთან გვაქვს საქმე? ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რომ არიონ ქვეყანა. რასთან გვაქვს საერთოდ საუბარი. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩვენ გველაპარაკოს ამ წარმომადგენლებიდან ვინმე რაიმე ღირებულებაზე. რაც მათ ჩაიდინეს ეს ადამიანური ღირებულებების მიღმაც არის.

შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაიდანისკენ მოუწოდა ხალხს. შეიძლება ამას კეთილი განზრახვით ვინმე აკეთებდეს საერთოდ? მტერსაც შეიძლება არ უსურვოს ადამიანმა და რა მოყვრობაზე გველაპარაკება ეს კონკრეტული პოლიტიკოსი, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ჩადის სხვა ქვეყანაში, გეუბნება მეგობარი ვარო, ქართველო ხალხოო და მოდი იქნებ ერთმანეთს დასცხოთ რამენაირადო. ამას რომ აკეთებს ევროპელი პოლიტიკოსი, ვფიქრობ, გასაგებია რომ, აქ კეთილი ზრახვები არ არის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.